პირველი არხი – სცენა 12 მარტს, 20:00 საათზე გთავაზობთ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „ალი და ნინო“ ყურბან საიდის ბესტსელერის ინსცენიერებას.

ყურბან საიდის ბესტსელერის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში კავკასიური სიყვარულის ისტორია თამაშდება – წინააღმდეგობებით და ვნებებით სავსე.

ეს ყველაფერი კი იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფონზე ხდება.

სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.

რეჟისორი – გოჩა კაპანაძე.

მთავარ როლებში: ცოტნე ხუბუტია და ნუცა მესტუმრიშვილი.