ანსამბლი „ჩვენებურები“ 2001 წელს „ერისიონის“ სოლისტმა ნუგზარ კურცხალიამ დააარსა. 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს 40 ქვეყანაში 300 ზე მეტი კონცერტი ჩაატარეს.
2018 წელს მათ მომღერალი ლელა ნაყეური შეუერთდა. LIVE კონცერტზე ანსამბლი თავის ახალ პროექტს „კავკასიას“ შემოგთავაზებთ, რომელიც ქართული ფოლკლორისგან და მათ მიერ შექმნილი ეთნომუსიკალური კომპოზიციებისგან შედგება.