მხატვარი
დაბადების თარიღი – 16 ნოემბერი, 1969 წელი, თბილისი.
1989 წელი – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
1995 წელი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, დაზგური ფერწერის რესტავრაციის სპეციალობით;
1996-1998 წლები – თბილისის საგალერიო გაერთიანება, რესტავრაციის ცენტრი, მხატვარ-რესტავრატორი;
2007-2017 წლები – თბილისის სასულიერო სემინარია, ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტი, ხატვა-ფერწერის პედეგოგი;
2020 – წელი საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, ბალეტი „მაკნატუნა“-ს დამდგმელი მხატვარი.
გამოფენები:
„კორპორაცია ქინძმარაულში“, ყვარელი;
„შატო მუხრანში“, მუხრანი;
ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების ხელოვნების ფესტივალი, I ადგილი, ბერლინი, გერმანია;
ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა „Art ankara“, ანკარა, თურქეთი;
ქართველ მხატვართა გამოფენა „სიყვარულით საქართველოდან“, ხელოვნების მუზეუმი, ბაქო, აზერბაიჯანი;
გალერეა „FINE ART“-ის მიერ ორგანიზებული ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენების ციკლი, ჰოლანდია;
პერსონალური გამოფენა, „ხელოვნების ცენტრი“ ოსაკა, იაპონია;
ქართული სახლი „საშობაო გამოფენა“, პარიზი, საფრანგეთი;
არტ სალონი „მანეჟი – 2003“, მოსკოვი, რუსეთი;
„კავკასიური სახლი“, საშობაო გამოფენა, პარიზი, საფრანგეთი;
გამოფენა „მამა და შვილი“, გამოფენაში მონაწილეობდნენ მამა-შვილი ავთანდილ და დავით პოპიაშვილები, მოსკოვი, რუსეთი;
საქართველოს კულტურის დღეები, დიჟონი, საფრანგეთი
და სხვა ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენები.
დათო პოპიაშვილის გამოფენა
08.02.2021