გიო ხუციშვილი

მთავარი

პერსონის შესახებ

დაბადების თარიღი – 23 თებერვალი, 1962 წელი.

გარდაცვალების თარიღი – 11 ივნისი, 2018 წელი.

დაბადების ადგილი – თბილისი.

1984 წელი – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. ჟვანიას სახელოსნო).

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია „მემატიანეში”.

1984 წელი – გადაიღო კინონოველა „სინანული“.

1985 წელი – დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ…“,

1986 წელი – „დედმამიშვილობა“.

1988 წელი – „იყო ასეთი ჭაბუკი” (მ. გაგუასთან ერთად), „არჩევნები“, „თანამოაზრენი” (გ. ბალიაშვილთან ერთად) და სხვა.

 

მონაწილეობდა ფილმებში:

„სიყვარული ყველას უნდა“ (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, 1980), „მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ (ნ. ჯორჯაძე, 1981), „სანამ წვიმა გადაივლიდეს“ (ქ. დოლიძე, 1984), „საფეხური” (ა. რეხვიაშვილი, 1986), „ჩვენი ჯერია, ბიჭებო!” (ბ. წულაძე, 1986, თენგო მაისურაძე), „ავტორიტეტი” (ე. ბადურაშვილი, 1987), „ძაღლის ალღო” (გ. დადიანი, 1989), „ცოდვის დღესასწაული” (ე. ბადურაშვილი, 1990), „ვეფხისტყაოსანი ანუ კავკასიური მარყუჟი” (თ. ჩიხლაძე, 2005).

 

იყო ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;

სპორტის სასახლის დირექტორი.

 

2018 წლის 29 მაისს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა