ხუთშაბათს, 22 ივლისს, 21 საათზე, მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური დრამა, სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური თეატრის და პირველი არხი სცენის ერთობლივი პროექტი
წიგნის შემდგენელი – ქეთევან ტომარაძე
დამდგმელი რეჟისორი – მიხეილ მრევლიშვილი
დამდგმელი ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი
მონაწილეობს
აკაკი ხიდაშელი
„ერთი კაცის ნაამბობი“ სატელევიზიო დოკუმენტური ტრილოგიის „რეპრესირებულთა ჩანაწერების“ პირველი ნაწილია. ტრილოგია ეძღვნება 1951 წლის შობის წინა ღამეს, როცა ათასობით ქართველი საბჭოთა რეჟიმის მორიგ მსხვერპლად აქციეს და ყაზახეთის „მშიერი სტეპების“ გზას გაუყენეს . მათ შორის იყო ჩხატარაიშვილების ოჯახი, რომლის ტრაგიკულ ისტორიასაც მსახიობი აკაკი ხიდაშელი მოგვითხრობს. არტისტი ნიკოლოზ (კოკოშა) ჩხატარაიშვილის მოგონებებს პირველ პირში ყვება. თხრობის ეს მანერა დამახასიათებელია მთელი ტრილოგიისთვის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ისტორიის დრამატულობას – უსამართლოდ დაჭერიდან ოჯახის უშედეგო ძებნამდე.
უდანაშაულო მსხვერპლი, ადამიანებთან არაადამიანურად მოქცევის ქრესტომათიული მაგალითები და ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს და ეს მხოლოდ ერთი კაცის ამბავია. ძალიან სევდიანი ამბავი.