„R+J; ბედისწერა დაბნეულია; რომეო და ჯულიეტა; მესამე მეხსიერება“

„R+J; ბედისწერა დაბნეულია; რომეო და ჯულიეტა; მესამე მეხსიერება“

„R+J; ბედისწერა დაბნეულია; რომეო და ჯულიეტა; მესამე მეხსიერება“

პერსონა

პირველი არხი | სცენა

პირველი არხი | სცენა

წარმოდგენის დაწყების თარიღი 21.10.2021

ორმოქმედებიანი პიესა

პრემიერა შედგა 2012 წლის 14 იანვარს

სპექტაკლი დაიდგა – უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მიხედვით

ხანგრძლივობა: 2 საათი და 50 წუთი

რეჟისურა, იდეა და სივრცის გადაწყვეტა – მიხეილ მარმარინოსის

შექსპირის ტექსტის თარგმანი – ვახტანგ ჭელიძის

ორიგინალური ტექსტის თარგმანი – ვერიკო მგელაძის

ტექსტზე მუშაობდნენ – მანანა ანთაძე, დათა თავაძე

კომპოზიტორი – დიმიტრის კამაროტოსი

კოსტიუმების მხატვარი – უშანგი იმერლიშვილი

მხატვარი გრიმიორი – ანუკა მურვანიძე

რეჟისორის ასისტენტი – დათა თავაძე

რეჟისორის მეორე ასისტენტი – ეკა დემეტრაძე

მონაწილეობენ: მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ნაკაშიძე/ზურაბ გეწაძე, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე

 

ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ხშირი სტუმარია. წლების განმავლობაში მას არა ერთხელ განუცვიფრებია ქართველი მაყურებელი ორიგინალური, თვითმყოფადი, ხშირად სკანდალური და ნაწილობრივ ეპატაჟური დადგმებით, რომლებსაც საკმაოდ რთული კონსტრუქცია აქვთ. მარმარინოსის სპექტაკლები წაკითხვა არ არის ადვილი და, მიუხედავად ამისა, მისი დადგმებისადმი მოლოდინი ყოველთვის მაღალია. შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის „რომეო და ჟლეტას“ მიხედვით მარმარინოსმა შექმნა ორიგინალური ტექსტისგან საკმაოდ დაშორებული სანახაობა, სადაც ორი ახალგაზრდა შეყვარებული ადამიანის ბედის ისტორია ნაწილობრივ ქართულ სინამდვილეში გადმოიტანა და პერსონაჟთა ჟურულ- სტილისტური, თუ სქესობრივი აღრევის ქაოსში ეცადა მაყურებლის „ჩაყოლიებას“, რომელიც სცენური ქმედების თანამონაწილედაც კი აქცია.