სახლი

სახლი

სახლი

პერსონა

ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“

ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“

წარმოდგენის დაწყების თარიღი 28.05.2021

პარასკევს, 28 მაისს 21:00, თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრ „იმპულსის“ სპექტაკლი – „სახლი“

ავტორი და რეჟისორი – მანანა მენაბდე

დამდგმელი ქორეოგრაფი – თინათინ ქოიავა

მუსიკის ავტორი – დავით თავაძე

მხატვარი – გოგი მიქელაძე

მხატვრის ასისტენტი – თამაზ ბოჭოიძე

გრაფიკა – ანარ მამედოვი

მონაწილეობენ:

გიორგი გობეჯიშვილი, ანარ მამედოვი, ანა კაზანაშვილი, სალომე მაზმიშვილი, ემილია გამბაროვა, ნუნუ ღიბრაძე, თამარ წიკლაური

სპექტაკლი სახლი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით  და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების პარტნიორობით შეიქმნა.

სპექტაკლი მანანა მენაბდის იგავის „სახლის“ მიხედვით დაიდგა  და მიხეილ კობახიძის ხსოვნას ეძღვნება.

ამ დადგმით ავტორს სურს გვაჩვენოს თანამედროვე ყოფის აბსურდულობა და ილუზორულობა, რომ ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის წაშლილია და ადამიანები თავიანთ ილუზიებში ცხოვრობენ.