პერსონა
წარმოდგენის დაწყების თარიღი
29.07.2021
ხუთშაბათს, 29 ივლისს 21:00 საათზე, შტუტგარტში მცხოვრები ქართველი გიტარისტის, კომპოზიტორის და დირიჟორის ზაზა მიმინოშვილის და HfM FRANZ LISZT WEIMAR-ის ბასისტის, პროფესორი მანფრედ ბრუნდლის ერთობლივი ქართულ – გერმანული კონცერტი.
კონცერტის ფორმატი ორ კულტურას შორის მუსიკალური დიალოგია – არქაული მამაკაცის ხმები საქართველოდან და გერმანული ხალხური და კლასიკური მუსიკა. ყველაფერ ამას კი მაღალი დონის ჯაზი და ქართული ცეკვის ელემენტები ერთვის. სწორედ ეს ეკლექტიკა ხდის პროექტს გამორჩეულს და სრულიად განსაკუთრებულს.
მონაწილეობენ: ზაზა მიმინოშვილი, მანფრედ ბრუნდლი, ფრედერიკ კოსტერი, მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე, ლაშა ბედენაშვილი, გია სალაღიშვილი, ლექსო ჭუმბურიძე.
დასწრება თავისუფალია.