პარასკევს, 14 მაისს 21:00, თელავის თეატრის სპექტაკლი – „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“
პიესის ავტორი და რეჟისორი – ავთო ვარსიმაშვილი
სიუჟეტის ავტორი – ფილიპ ლელუში
მუსიკალური გაფორმება – ელისო ორჯონიკიძე
მხატვარი – ლევან როსტომაშვილი
რეჟისორის თანაშემწე – დავით ნაცვლიშვილი
მონაწილეობენ:
მანანა აბრამიშვილი, ბექა პაპუნაშვილი, ბექა სონღულაშვილი, დათა ხუნაშვილი
სამი ახალგაზრდა მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის პოლიციის განყოფილებაში ხვდება. ადვოკატად ახალგაზრდა გოგონა ენიშნებათ.. თუმცა, იქნებ ყველაფერი სულაც არ არის ასე? იქნებ არც ეს გოგონაა ადვოკატი და არც ახალგაზრდები არიან პოლიციის განყოფილებაში?