მუსიკალური პერფორმანსი
მონაწილეობენ:
თბილისის კლასიკური გიმნაზიის გუნდი,
ოპერისა და ბალეტის კამერული ორკესტრი,
მოწვეული დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი;
კონცერტზე დიდი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის „დედა ენა“ შესრულდა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ნაწარმოები დისტანციური სწავლების პირობებში, თიმსის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეისწავლეს, რაც მსგავსი მეთოდის ეფექტური მაგალითი გახლავთ.