დათო ევგენიძის საავტორო კონცერტი – „შაბათს“

226 ნახვა 29.12.2020
დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე

ამ კონცერტის გამართვის იდეა 1996 წელს დაიბადა. ინსპირაციის წყარო კი მუსიკოსის ბავშვობა იყო.

მუსიკოსი თბილისში,  რუსთაველის 44-ში იტალიურ ეზოში დაიბადა და გაიზარდა. იქ, სადაც ბევრი  სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. შაბათობით  კი ყველა ფანჯრიდან ერთმანეთისგან განსხვავებული ხმა და ჰანგი ისმოდა.

სწორედ აქედან წამოვიდა  ახალი მუსიკის შექმნის იდეა. ამიტომაც ამ კონცერტში  თბილისში მცხოვრები ყველა ეროვნების მუსიკალური თემა და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ჰარმონია ისმის.

სწორედ ამ კონცერტზე აჟღერდა პირველად საქართველოში სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის სინთეზი: ჯაზის ,კლასიკის,ფოლკლორის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მუსიკალურ მიმართულებებს.

კონცერტი „შაბათს“ ახალგაზრდებისთვის მუსიკის შექმნის ერთგვარი სახელმძღვანელო გახდა.

კონცერტი 1997 წელს გაიმართა.

ასევე იხილეთ