1969 წელი
სცენარის ავტორი – ლერი სიხარულიძე, გაიოზ კანდელაკი.
რეჟისორი – ლერი სიხარულიძე, გაიოზ კანდელაკი.
კომპოზიტორი – ნუნუ გაბუნია.
ფილმის თემა, იდეა და გადაღების ხერხი სათაურშივე ჩანს. ორიგინალური მუსიკის თანხლებით იგი ასახავს ფეხბურთის მატჩის პერიპეტიებს. ფილმში იხილავთ 1968-69 წლებში სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებს – მინდორზე და გასახდელში, გამარჯვებისთვის ბრძოლის დროს და დამარცხებასთან შერიგებისას.