ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი ნიუ ორლეანელ ჯაზის მუსიკოსებთან ერთად.
2012 წელი
მონაწილეობენ:
სტივ მასაკოვსკი – გიტარა , როლანდ გერინი – ბასი, მარკ ბრო – საყვირი, დაგ ბელოუტი – დასარტყამი საკრავები.
ვოკალისტები:
ნატო ბოჭორიშვილი, ბუბა მურღულია, სოფო ტოროშელიძე, თეატრალურის კვარტეტი,
ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
პროდიუსერი – მარინა სალუქვაძე.
ნიუ ორლეანელ და ქართველ მუსიკოსთა ერთობლივი ნამუშევარი ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა. საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება მისცა.