დაბადების თარიღი – 15 მაისი, 1933 წელი.
დაბადების ადგილი – კოლაგი, გურჯაანის რაიონი.
გარდაცვალების თარიღი -10 აპრილი, 2017 წელი.
1956 წელი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.
სხვადასხვა დროს: რუსთავის თეატრი, სოხუმის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი.
როლები:
„რიჩარდ III“ (ექიმი), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ოთარი), „რომეო და ჯულიეტა“ (გრეგორიო), „მე ვხედავ მზეს“ (ოტია), „საბრალდებო დასკვნა“ (ტიგრანა), „მოჩვენებანი“ (ენგსტრანი), „შთამომავლობა“ (ბონდო ლანჩავა), „მარადისობის კანონი“ (ბულიკა) , „ფოლსტაფი“ (სერ ჯონ ფოლსტაფი), „მილიონერი ნეაპოლი“ (ჯენარო), „მგზნებარე შეყვარებული“ (ქეშმენი), „ისევ ვოდევილები“ (თავადი), „იადონის თეატრი“ (ვანიჩკა) და სხვა.
კინოროლები:
„ლონდრე“ (ლონდრე), „მზე შემოდგომისა“ (პლატონი), „ღვინის ქურდები“ (ფირუზა), „ნატვრის ხე“ (ფადლაურა), „დათა თუთაშხია“ (კოსტა დასტურიძე), „სიყვარული ყველას უნდა“(კოლმეურნეობის თავმჯდომარე), „მარადისობის კანონი“ (ბულიკა), „თეთრი ბაირაღები“ (ტიგრანა), „შიში“ (ფოსტის გამგე), „სამოთხის გვრიტები“ (მასწავლებელი), „მიდიოდა მატარებელი“ (მანდო), „თბილისური Love Story“ (ლადო) და სხვა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი;
საქართველოს სახალხო არტისტი;
კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი;
იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი;
წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია სპექტაკლისთვის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“.