კახი კავსაძე

მთავარი

პერსონის შესახებ

მსახიობი
დაბადების თარიღი – 5 ივნისი, 1935 წელი.
დაბადების ადგილი – თბილისი.
1959 წელი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.
1959 წლიდან – რუსთაველის თეატრის მსახიობი.

 

როლები:
„ღვთაებრივი კომედია“ (ადამი), „გუშინდელნი“ (თავადი კოწია), „საბრალდებო დასკვნა“ (დევდარიანი) , „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ილიკო), „კავკასიური ცარცის წრე“ (სიმონ ჩაჩავა), „რიჩარდ მესამე“ (ლორდი ჰასტინგსი), მეფე ლირი (კენტი), „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (ბატონი დევი) და სხვა.

 

კინოროლები:

„ჯილდო“ (მუშა), „მაცი ხვიტია“ (ჯამლეტი-ბატონიშვილი), „სამკაული სატრფოსთვის“ (ზაური), „ნერგები“ (დავითი), „ლაზარეს თავგადასავალი (დიაკვანი), „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ღვინის ქურდები“ (ელიბო), „აურზაური სალხინეთში“ (საშიკო) , „ნატვრის ხე“ (იორამი), „ყვარყვარე“ (ტიტე ნატუტარი), „სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა), „ბანდიტები აგურის ქარხნიდან“ (ქარხნის დირექტორი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი), „ბესამე“ (მაესტრო), „მარტოხელა მონადირე“ (ვახტანგი), „ოქროს ობობა“ (ჩეჩე), „იავნანა“ (ქეთოს ბაბუა), „ორფეოსის სიკვდილი“ (ელიზბარი), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (პრეზიდენტი), „ნუცას სკოლა“ (მღვდელი), „მიდიოდა მატარებელი“ (ლენსტანბერი) და სხვა.

 

საქართველოს დამსახურებული არტისტი.
საქართველოს სახალხო არტისტი.
იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
2008 – რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა