ლაშა თაბუკაშვილი

მთავარი

პერსონის შესახებ

დაბადების თარიღი – 23 ნოემბერი, 1950 წელი.

დაბადების ადგილი – თბილისი.

1968 წელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;

სხვადასხვა წლებში: მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, ასევე კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე.

მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“.

 

პიესები:

„ჭრილობა“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ძველი ვალსი“, „ათვინიერებენ მიმინოს“, „შენკენ სავალი გზები“, „ნატაძრალზე“, „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, „თოვლივით თეთრი თოვლი“, „ასტეროიდი“, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“.

 

წიგნები: „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“

„თოვლივით თეთრი თოვლი“.

 

ლიტერატურული პრემია საბა „დრამატურგიის“ ნომინაციაში წიგნისათვის – „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“,

თეატრალური პრემია „დურუჯი“, საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა