სატელევიზიო თეატრი

მთავარი

პერსონის შესახებ

სატელევიზიო თეატრი ტელევიზიასთან ერთად დაიბადა. თავიდან წარმოდგენა პატარა სტუდიაში გათამაშდა – ორი უბრწყინვალესი მსახიობის – სესილია თაყაიშვილის და სანდრო ჟორჟოლიანის მონაწილეობით.

 

„ბებრები“ – ასე ერქვა პირველ დადგმას. სპექტაკლს ისეთი წარმატება ჰქონდა, რომ ამ სიახლის დანერგვაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმაც მოინდომეს, როგორებიც არიან: მიხეილ თუმანიშვილი, თემურ ჩხეიძე, ზურაბ კანდელაკი, გიორგი კახაბრიშვილი და სხვა.

 

სპექტაკლებში წამყვანი ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ. სატელევიზიო თეატრი პირველი არხის უნიკალური ოქროს ფონდის შემადგენელი ნაწილია.

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა