პირველი არხი სცენისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს შორის მემორანდუმის ფარგლებში წარმოგიდგენთ პირველ გამოფენას, რომელიც სახვითი ხელოვნების საფონდო და მუდმივი საგამოფენო დარბაზებიდან შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. არსებული გამოფენა ერთგვარი ვიზუალური კვლევაა; მოულოდნელობა და ახალი აღმოჩენები; მხატვრები, რომლებსაც აქ შეხვდებით, საზოგადოებამ ინდივიდუალური ფერით, ფორმით, გამომსახველობითი თუ მეტამორფული ენით დაიმახსოვრა, თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ხელწერისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
მხატვრები:
ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუმდაძე, ანა შალიკაშვილი, თემო ჯაფარიძე, ესმა ონიანი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, დიმა ერისთავი, გივი ვაშაკიძე, კოკი მახარაძე, გოგი ჩაგელიშვილი
