პირველი არხი სცენისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს შორის მემორანდუმის ფარგლებში წარმოგიდგენთ მესამე გამოფენას – თემო ჯაფარიძის „ნახატის სიჩუმე“.
„ნახატის სიჩუმე“ – ასე ქვია თემო ჯაფარიძის მონოგრაფიულ ნაშრომს და ასე დაერქვა გამოფენასაც, სადაც მხატვრის ცნობილ ტილოებთან ერთად,ნაკლებად ცნობილი ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. ნახატები, რომელსაც ჩვენს ვერნისაჟზე ნახავთ, მხოლოდ ნაწილია მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების.
ექსპოზიცია მაყურებელს კიდევ უფრო ახლოს აცნობს შემოქმედს, რომელიც ერთდროულად მხატვარიც იყო, პოეტიც, პროზაიკოსიც და რომელმაც თავისი ნაშრომებით ჯერ კიდევ 60 იან წლებში დააღწია თავი საბჭოურ ჩარჩოებს.
„ნახატის სიჩუმე“- ქართული ხელოვნების კვლევის და პოპულარიზაციის ერთ-ერთი მორიგი და საკმაოდ წარმატებული მცდელობაა.
