1980 წელი
სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი, დიმიტრი ბათიაშვილი.
რეჟისორი – დიმიტრი ბათიაშვილი.
კომპოზიტორი – ვახტანგ კუხიანიძე.
ფილმის გმირი ზრდილი და განათლებული შუახნის მამაკაცი ვერაფრით უწყობს ფეხს ცხოვრებას და ცდილობს საკუთარი თავი ალკოჰოლში იპოვოს. თუმცა, ფილმის დასასრულს აპათიას და ნიჰილიზმს მთავარი გმირის ცხოვრებაში სიყვარული და ოჯახური სითბო ცვლის.