წკიპურტები

521 ნახვა 09.03.2021
რეზო ესაძე

რეზო ესაძე

მხატვრული ფილმი

1973 წელი

 

სცენარის ავტორი – რეზო ესაძე, ფრიდრიხ გორენშტეინი.

რეჟისორი – რეზო ესაძე.

კომპოზიტორი – იაკობ ბობოხიძე.

 

ფილმი ოთხი ნოველისაგან შედგება – „კაცი ხეზე”, „არ მაწყენინე”, „კოლექტივის სახელით“ და „მოაზროვნე“.

 

კინოსურათის მთავარი გმირები სრულიად არ ჯდებიან იმ ჩარჩოებში, რასაც იმდროინდელი საზოგადოება ადამიანს უწესებს. ისინი ან თავად ქმნიან არაორდინარულ სიტუაციას, ან გარემოებათა წყალობით ხშირად ხვდებიან უცნაურ სიტუაციაში. სწორედ ამიტომ არქმევს ავტორი მათ და მათ ქმედებებს წკიპურტებს.

პერსონა

ასევე იხილეთ