მეფე ლირი [II ნაწილი]

255 ნახვა 29.03.2021
რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა

რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლი

პრემიერა 1987 წელს

 

ავტორი – უილიამ შექსპირი;

რეჟისორი – რობერტ სტურუა;

მხატვარი – გოგი ალექსი – მესხიშვილი;

კომპოზიტორი – გია ყანჩელი.

 

„მეფე ლირი“ რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრის სპექტაკლების რიგს მიეკუთვნება.  თუ „ყვარყვარეში“ სტურუა იწყებს ავტორიტარული მმართველის დაბადების პროცესს, „რიჩარდ მესამეში“ – უკვე აჩვენებს მის სისხლიან გზას ძალაუფლებისკენ. „მეფე ლირში“ წარმოდგენილია განუზომელი ძალაუფლებით თავბრუდახვეული ბებერი მმართველის სახე, რომელსაც იმდენად სჯერა საკუთარი შეუცვლელობის, რომ ნებაყოფლობით თმობს ხელისუფლების მთავარ საყრდენს – ტახტს, იმ იმედით, რომ უგვირგვინოდაც მეფე იქნება.  სტურუამ ამ სპექტაკლით საბჭოთა იმპერიის დასასრული ივარაუდა.  სამწუხაროდ, მეფე ლირი რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი აღმოჩნდა რუსთაველის თეატრის სცენაზე.

პერსონა

ასევე იხილეთ