ალბათ ცოტა რამ არის იმაზე უკეთესი სანახავი, ვიდრე სცენაზე გაცოცხლებული ილია ჭავჭავაძის გმირები… გულსატკენი და იუმორით სავსე დიალოგები, სიყვარული და უსიყვარულობა, ერთდროულად სიბრალულისა და სიბრაზის შეგრძნება… „კაცია ადამიანი?!“ – ილიას ამ შეკითხაზე პასუხის პოვნას წარმატებით ცდილობენ სპექტაკლის მონაწილეები.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით სცენური ვერსია: თამაზ გოდერძიშვილი და რობერტ სტურუა.