ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი

645 ნახვა 05.04.2021
გოგი თოდაძე

გოგი თოდაძე

კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ორმოქმედებიანი პიესა

 

პრემიერა გაიმართა 1987 წლის 10 დეკემბერს

 

ავტორი – ედუარდო დე ფილიპო

დამდგმელი რეჟისორი – გოგი თოდაძე

მთარგმნელები – ვარლამ ნიკოლაძე, ლეილა ზვიადაძე

მხატვარი – შოთა გლურჯიძე

კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე

ქორეოგრაფი – თამაზ ვაშაკიძე

 

სპექტაკლში მოქმედება მეორე  მსოფლიო ომის პერიოდის იტალიაში, მიმდინარეობს, სადაც ერთი ჩვეულებრივი იტალიური ოჯახი ცდილობს ომით გამოწვეული გაჭირვება  შავ ბაზარზე კონტრაბანდული საქონლის რეალიზებით დაძლიოს. გმირების სასაცილო, მაგრამ ამავდროულად სევდიან ცხოვრებას სპექტაკლში მარჯანიშვლის თეატრის ლირიკულ-კომედიური ამპლუის საუკეთესო მსახიობები წარმოადგენენ. მთავარ როლებს სოფიკო ჭიაურელი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ. ცნობილი მსახიობების ტრადიციულმა დუეტმა კიდევ ერთხელ დაამახსოვრა თავი გასული საუკუნის 80-იანი წლების მაყურებელს.

პერსონა

ასევე იხილეთ