ცხოვრება და სიკვდილი მეფე რიჩარდ მესამისა
რუსთაველის ეროვნული თეატრი სსპექტაკლი
პრემიერა – 1979 წელს
პიესის ავტორი – უილიამ შექსპირი
დამდგმელი რეჟისორი – რობერტ სტურუა
მხატვარი – მირიან შველიძე
კომპოზიტორი – გია ყანჩელი
„რიჩარდ მესამე“ რობერტ სტურუას ეპოქის რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ძალაუფლების მოპოვების სისხლიანი გზა აქტუალობას არ კარგავს არც ერთ პერიოდში, რაც სტურუას სპექტაკლს დღესაც თანამედროვეს ხდის. წარმოდგენაში რუსთაველის თეატრის მეორენახევრის მსახიობთა საუკეთესო ანსამბლი მონაწილეობს. რამაზ ჩხიკვაძე კი აღიარებულია მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რიჩარდი. სპექტაკლმა რუსთველის თეატრს მთელს მსოფლიოში უდიდესი წარმატება მოუტანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სპექტაკლის ბოლო მიზანსცენა – რიჩარდის და რიჩმონდის შერკინება და რამაზ ჩხიკვაძის ბოლო ფრაზა: „ერთ ცხენში ვაძლევ მთელ ჩემს სამეფოს“.