ბებრები

386 ნახვა 07.04.2021
მერაბ ჯალიაშვილი

მერაბ ჯალიაშვილი

პირველი ტელესპექტაკლი „ბებრები“.

რეჟისორი – მერაბ ჯალიაშვილი
მონაწილეობენ – სესილია თაყაიშვილი და ალექსანდრე ჟორჟოლიანი
დადგმა – 1957 წელი

ნიკო ლორთქიფანიძის „ბებრები“ ორი მოხუცის ცხოვრების ისტორიაა, მათი მოგონებები, სასიყვარულო ამბები. დადგმა კიდევ უფრო საინტერესო გახადა ორი გენიალური მსახიობის ვირტუოზულმა შესრულებამ.

 

პირველი ქართული ტელეფილმი „დედის ხელი“.

რეჟისორი – მერაბ ჯალიაშვილი
სცენარის ავტორები – თენგიზ ჩხაიძე, მედეა ლორთქიფანიძე
ოპერატორი – თენგიზ ლომიძე
კომპოზიტორი – ოთარ გორდელი
მონაწილეობენ – იმედო კახიანი, მზია ლომიძე, თინა ჩარკვიანი
დადგმა – 1959 წელი

სიყვარული, დედაშვილობა, არჩევანი, რომელსაც ცხოვრებაში ვაკეთებთ – აი, ეს არის თემები, რომელთა წყალობითაც ტელეფილმი გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული.

 

პირველი სატელევიზიო ჩანახატი „მღერის ბორჯომის ნაძვი“.

რეჟისორი – მერაბ ჯალიაშვილი
კომპოზიტორი – ბიძინა კვერნაძე
მონაწილეობს – რამაზ ჩხიკვაძე
1961 წელი

„მღერის ბორჟომის ნაძვი“ მუსიკალური ჩანახატია, რომელიც შემოქმედებით ძიებას ეძღვნება.

ასევე იხილეთ