მიხეილ როშჩინის ეს პიესა, ისევე როგორც დრამატურგის მთელი შემოქმედება, ყველაზე არასაბჭოური პიესების რიცხვს მიეკუთვნება. სპექტაკლში მსუბუქად, შეფარული ირონიით არის გაკრიტიკებული იმდროინდელი ყოფა და მაშინდელი პრობლემები.
რეჟისორის საინტერესო ნამუშევარმა და მსახიობების გენიალურმა თამაშმა კი ის განაპირობა, რომ ტელესპექტაკლი დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.