ჯაყოს ხიზნები [პირველი ნაწილი]

62 ნახვა 02.04.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი

 

ავტორი – მიხეილ ჯავახიშვილი

რეჟისორი – თემურ ჩხეიძე

მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი

კომპოზიტორი – გომარ სიხარულიძე

ქორეოგრაფი – იური ზარეცკი

 

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებმა“ რეჟისორ თემურ ჩხეიძის ყურადღება მრავალჯერ მიიპყრო. ყველაზე დიდი წარმატება პირველ სატელევიზიო სპექტაკლს მოჰყვა. მოგვიანებით მან ეს ნაწარმოები ჯერ მოსკოვის სამხატვრო თეატრის სცენაზე,  შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში დადგა. პირველ დადგმაში რეჟისორისთვის აქტუალური იყო ჯაყო – უხეში, ბნელი ძალა, რომელიც ანადგურებს ყველაფერ მშვენიერსა და გონიერს. შემდეგ ორ დადგმაში კი მთავარი წიგნიერი, უნაყოფო თეიმურაზი გახდა, რომლის უმოქმედობა და უსუსურობა ნაყოფიერ ნიადაგს უმზადებს და გზას უხსნის ბოროტებას გამარჯვებისკენ.

პერსონა

ასევე იხილეთ