შთამომავლობა

989 ნახვა 05.04.2021
გიგა ლორთქიფანიძე

გიგა ლორთქიფანიძე

კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ორმოქმედებიანი პიესა

 

პრემიერა გაიმართა 1979 წლის 20 აპრილს

 

ავტორი – ალექსანდრე ჩხაიძე

დამდგმელი რეჟისორი – გიგა ლორთქიფანიძე

მხატვარი – ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკი, იური ჩიკვაიძე

კომპოზიტორი – ოთარ რამიშვილი

 

„შთამომავლობა“ ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის ერთ-ერთი ბოლო დრამატული როლია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ის თავადური წარმომავლობის მოხუცი ბებიის როლს თამაშობს, რომლისთვისაც გაუგებარია კომუნისტურ საზოგადოებაში გაბატონებული ცხოვრებისეული კანონები, რომლებიც სრულიად სცილდება იმ მორალურ კოდექსებს, რომელზეც ის და მისი თაობის ადამიანები აღიზარდნენ. ეს იწვევს მის კონფლიქტს ოჯახის დანარჩენ კონფორმისტ წევრებთან, რომელთა მშვიდ და იდილიურ ცხოვრებას ციხიდან ახლად დაბრუნებული შვილიშვილი და მისი მეგობარი არღვევენ.

პერსონა

ასევე იხილეთ