კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ATR – ხელოვნება

412 ნახვა 20.05.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

პრემიერა შედგა 1999 წლის 2 ოქტომბერს.

 

გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა
დამდგმელი რეჟისორი  თემურ ჩხეიძე
მხატვარი – იური გეგეშიძე
კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე

 

„მე ვარ მე, იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შენ ხარ შენ, იმიტომ, რომ მე ვარ მე…“ ფრანგი დრამატურგის იასმიან რიზას ეს სიტყვები, რომელსაც თამაზ გოდერძიშვილის გადმოქართულებულ ვერსიაში სპექტაკლის გმირი ვანიჩკა (ალეკო მახარობლიშვილი) უკვე 30 წელზე მეტია მაყურებლის გემრიელი სიცილის ფონზე წარმოთქვამს,  ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვის და ურთიერთგაგების ფორმულას წარმოადგენს. სამი სრულიად განსხვავებული ხასიათის და გემოვნების მეგობარი, თემურ ჩხეიძემ ეგზისტენციალურ გარემოში, დეკორაციის გარეშე დადგმულ სპექტაკლში მოახვედრა, სადაც მხოლოდ ერთი დიდი თეთრი ტილოა, რომელზეც სამივე სხვადასხვა ნახატს ხედავს და სამივე მართალია…

პერსონა

ასევე იხილეთ