რუსთაველის ეროვნული თეატრი
ავტორი – ბერტოლდ ბრეხტი
რეჟისორი – რობერტ სტურუა
მხატვარი – გოგი ალექსი – მესხიშვილი
კომპოზიტორი – გია ყანჩელი
ქორეოგრაფი – იური ზარეცკი
სპექტაკლის წამყვანი – გ.კვაჭაძე
კონცერტმეისტერი – ლ.სიყმაშვილი
ბერტოლ დბრეხტის პიესა „კავკასიური ცარცის წრე“ რობერტ სტურუას და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპექტაკლია, რომელმაც რუსთაველის თეატრს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. იგი თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო თეატრის რეპერტუარში და მაყურებლის ინტერესი არასდროს მოკლებია. აზდაკის როლი რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. სპექტაკლში რეფრენად ქცეული ფრაზა „ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს“ იყო, არის და იქნება შემოქმედის მიერ კაცობრიობისთვის გასაგზავნი მთავარი მესიჯი.