ბალეტი ორ მოქმედებად.
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია.
ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა.
ვახტანგ ჭაბუკიანის და ოთარ ეგაძის ლიბრეტო, ნინო ანანიაშვილის ახალი რედაქციით.
ანიმაცია: სტუდია„ოპიო“
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
„გორდას“ აღდგენის ინიციატივა საბალეტო დასის ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი გუნდი მუშაობდა.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ბალეტი სცენიდან ჩამოვიდა
ბალეტის ახალი რედაქციის პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს გაიმართა.