ბალეტი „წუნა და წრუწუნა“

686 ნახვა 21.12.2020
ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი

ორმოქმედებიანი ბალეტი მერი დავითაშვილის მუსიკაზე.

ზურაბ ნადარეიშვილის მუსიკალური ვერსია.

სპექტაკლში გამოყენებულია მოცარტის,  ბრამსის, ვერდის, ოფენბახის, როსინის ნაწარმოებები.

იდეის ავტორი – ნინო ანანიაშვილი.

 

ნინო ანანიაშვილმა პოპულარული ქართული მულტიპლიკაციური ფილმის „წუნა და წრუწუნას“ მიხედვით ბალეტის შექმნის იდეით  2013 წელს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, მერი დავითაშვილს მიმართა, რომელსაც „წუნა და წრუწუნას“ მუსიკა ეკუთვნის. იგი სიამოვნებით დაეთანხმა წინადადებას, მულტფილმისთვის შექმნილი მუსიკალური მასალა ბალეტის დამდგმელი ჯგუფისთვის გადაეცა. სამწუხაროდ, კომპოზიტორი 2014 წელს გარდაიცვალა. მის მიერ გადმოცემული მუსიკალური მასალისგან კი ზურაბ ნადარეიშვილმა საბალეტო პარტიტურის საკუთარი ვერსია შექმნა, რომელშიც, ამასთანავე, მუსიკალური კლასიკის შედევრებია  ჩართული.

 

ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“ რეჟისორმა არკადი ხინთიბიძემ 1961 წელს, ავქსენტი ცაგარელის კომედიის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მოტივებზე შექმნა. ეს კომედია იმდენად ცნობილი იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მიხეილ ჭიაურელმა ამავე სახელწოდების ქართული ფილმი გადაიღო. მულტფილმიც და მხატვრული ფილმიც არაერთ თაობაში სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს პოპულარობით. ბალეტის ლიბრეტოსაც ცაგარელის კომედიის მოტივები უდევს საფუძვლად, თუმცა მასში ბევრი ახალი დეტალია შეტანილი.

ბალეტის პრემიერა 2016 წლის 25 ნოემბერს შედგა.

ასევე იხილეთ