დოკუმენტური ფილმი
1986 წელი
სცენარის ავტორი – ომარ გვასალია
რეჟისორი – ომარ გვასალია
ფილმი მოგვითხრობს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გარდა ამისა, ნაჩვენებია საქართველოს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ფილმში ჩართულია დიალოგები თანამედროვე ახალგაზრდებთან, რითაც წარსულსა და აწმყოს შორის ერთგვარი სიმბოლური კავშირი მყარდება.