„უვერტიურა“ – ქართული თანამედროვე კლასიკური მუსიკის ფესტივალი

585 ნახვა 05.04.2021

პირველი არხი-სცენა, თბილისის მერია და ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ თანამედროვე კლასიკური მუსიკის ფესტივალს „უვერტიურა“, სადაც 14 ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდება.

კონცერტზე მოისმენთ დათო ევგენიძის, მიშა მდინარაძის, ნიკოლოზ შენგელიას, ზაზა მარჯანიშვილის, ნუკრი აბაშიძის, ცოტნე ზედგინიძის, სანდრო ნებიერიძის, არჩილ გიორგობიანის, ირაკლი არეშიძის, გაგი სიხარულაშვილის, კოკი მახარაძის, ლევან ქუქჩიშვილის, თორნიკე მიზანდარის და გოგა შავერზაშვილის ნაწარმოებებს.

მონაწილეობენ:

სიმებიან, დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებლები, ინსტრუმენტული ანსამბლები, მცირე სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ლევან ჯაგაევი.

ტრიო „შავნაბადა“, დათო ევგენიძე, დათუნა ალადაშვილი, ირინე შერაზადიშვილი, სანდრო ნებიერიძე, ცოტნე ზედგინიძე, თორნიკე მიზანდარი, ლიზა რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, The Georgian Six.

პროექტი ხორციელდება ფონდ „თბილი – სის“ ინიციატივით.

იდეის ავტორი – დათო ევგენიძე

პერსონა

პირველი არხი | სცენა

პირველი არხი | სცენა

ასევე იხილეთ