ჯანსუღ კახიძე

მთავარი

პერსონის შესახებ

დირიჟორი, კომპოზიტორი, მომღერალი

 

დაბადების თარიღი – 26 მაისი, 1935 წელი

გარდაცვალების თარიღი – 7 მარტი, 2002 წელი

 

1958 წელი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1963 წელი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სპეციალობით.

1958-1962 წლები – საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

1962-1971 წლები – თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი.

1965-1968 წლები – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი.

1971-1973 წლები –  ქ. ლოძისა და ვარშავის საოპერო თეატრები (პოლონეთი).

1973-1993 წლები – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

1989 წელი – დააარსა თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრი და იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე. დღეს ეს ცენტრი მის სახელს ატარებს.

1993-2002 წლები – მის მიერ შექმნილი თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი.

1982-2002 – თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2000-2002 – ბიჭუნათა პროფესიული კაპელის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

 

1971 წლიდან –  დირიჟორობდა გერმანიის,საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, აშშ-ს, ავსტრალიისა და რუსეთის ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებს. გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.

თანამშრომლობა გამოჩენილ სოლისტ-ინსტრუმენტალისტებთან და ოპერის მომღერლებთან.

აქვს ათეულობით აუდიო ჩანაწერი სხვადასხვა ხმის ჩამწერი კომპანიებისათვის.

 

არის მრავალი კინოფილმისა და სპექტაკლის მუსიკის ავტორი.

გახლდათ ქართული ხალხური, სხვა კომპოზიტორთა და საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გააჩნდა უნიკალური ხმა და მუსიკალური იმპროვიზირების თავისებური მანერა.

 

საქართველოს სახალხო არტისტი

სსრკ სახალხო არტისტი

რუსთაველის პრემიის ლაურეატი

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი

ქ.ლოძის საპატიო მოქალაქე

თბილისის მერიის სპეციალური პრიზის მფლობელი კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა