ვატო კახიძე

მთავარი

პერსონის შესახებ

კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

 

დაბადების თარიღი – 23 მარტი, 1959 წელი

 

1975 წელი – თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება

1981 წელი – მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი

1983 წელი – მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა

1988-1989 წლები – ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას – მამის – მსოფლიოში ცნობილი დირიჟორის – ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით

1993 წლიდან – თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი

2002 წელი – თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ხელმძღვანელობს საერთშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისი“.

 

გასტროლები:

მოსკოვი, პეტერბურგი, მილანი, რომი, პარიზი და ა.შ

 

გამოდიოდა:

პრაღის, კიევის სიმფონიურ ორკესტრებთან, პარიზის სამების ეკლესიის გუნდთან,

ისრაელის კამერულ ორკესტრთან და ა.შ

 

თანამშრომლობდა მუსიკოსებთან

გიდონ კერემერი, იური ბაშმეტი, ალექსანდრე კნიაზევი, დიდიე ლოკვუდი, ფრანსუა ლელო, ლიზა ბათიაშვილი, ელისო ვირსალაძე, ხოსე კარერასი, ალექსანდრე კორსანტია, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკოლავა და სხვა.

 

მისი ნაწარმოებები შესრულებულია:

რუსეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ფინეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში,  ნიდერლანდებში, თურქეთში, ინდოეთში და ა. შ.

 

პირველი პრემია  სსრკ ქვეყნების ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე.

თბილისის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი/ „გაზაფხული“- ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.

საქართველოს კინოაკადემიის პრიზი „ნატო“ ფილმის საუკეთესო მუსიკისთვის.

საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრიზები.

საქართველოს ღირსების ორდენი.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.

ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.

პერსონის ნამუშევრები

მსგავსი პერსონა