მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი
1964 წელი
სცენარის ავტორი – მიხეილ კობახიძე
რეჟისორი – მიხეილ კობახიძე
კომპოზიტორი – მიხეილ კობახიძე
ფილმი ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ხანმოკლე ურთიერთობაზეა. ვაჟი იხიბლება ქალით და აპირებს ისიც მოხიბლოს, თუმცა მის სახლთან ყვავილებით მისული ქალის ქორწილში აღმოჩნდება. ვაჟი იმედგაცრუებულია, მაგრამ სიტუაციის გასაანალიზებლად სულ ცოტა დრო სჭირდება და შემდეგ ენერგიულად აგრძელებს გზას მომავლისკენ.