1970 წელი
სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე.
რეჟისორი – ირაკლი კვირიკაძე.
კომპოზიტორი – გია ყანჩელი.
გოგია მშრომელი, სიტყვაძუნწი, მომჭირნე, ბუზღუნა კაცია. შორიდან ჩამოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს, დასახმარებლად სოფლის ხელოსანი – აბესალომი მიჰყავს. აბესალომი ქვევრს კი გაამთელებს, მაგრამ თავად უნებლიე პატიმარი ხდება – ქვევრიდან ვეღარ გამოდის. რას აღარ ცდიან გოგია, მისი მეზობლები და თვით მილიციის განყოფილების უფროსიც კი, მაგრამ ქვევრი ბოლოს მაინც გასატეხი ხდება.