1968 წელი
 
სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე, ქართლოს ხოტივარი;
რეჟისორი – ქართლოს ხოტივარი;
კომპოზიტორი – კოტე კერესელიძე.
 
მომხიბვლელი ქალიშვილის გამო ერთმანეთს ორი მამაკაცი უპირისპირდება. ძალები არათანაბარია. გოლიათური აგებულების მამაკაცი მთელი ფილმის განმავლობაში ჩაგრავს მასზე სუსტ მეტოქეს, თუმცა ბოლოს ძალას ადამიანური ურთიერთობები ამარცხებს.