ქალი გველი

334 ნახვა 01.04.2021
რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა

რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლი

პრემიერა გაიმართა 1998 წელს

 

ავტორი – კარლო გოცი

რეჟისორები – რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე

მხატვარი – გოგი ალექსი – მესხიშვილი

კომპოზიტორი – გია ყანჩელი

ქორეოგრაფი – გიორგი მარღანია

 

კარლო გოცის კომედიის პერსონაჟები იტალიური თეატრის  „კომედიდელარტეს“ ტრადიციული ნიღბებია. ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის და რობერტ სტურუას ერთ – ერთი გამორჩეული ნამუშევარია. სტურუა მრავალი ათეული წლის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა კომედიის ჟანრს, სადაც ისეთივე მაღალი ოსტატობა გვაჩვენა, როგორც მის სახელგანთქმულ ტრაგედიებში. თუმცა, როგორც ტრაგედიაში, აქაც რეჟისორი იყენებს მისთვის საყვარელ კიდევ ერთ ჟანრს, ფარსს. სპექტაკლში გამორჩეული სახე შექმნა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შემოქმედებით ბიოგრაფიაშიც პანტალონე ერთ-ერთი საუკეთესოა. სპექტაკლი გვხიბლავს ფერადოვანი დეკორაციით და კოსტიუმებით, მსახიობთა იმპროვიზაციებით და გვამოგზაურებს ზღაპრულ სამყაროში, სადაც მოჭარბებული იუმორის მიღმა, იკვეთება საზოგადოების მკაცრი სატირა და რეალობის გროტესკული გააზრება.

პერსონა

ასევე იხილეთ