ჰაკი აძბა

139 ნახვა 23.03.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

მარჯანიშვილი თეატრი

ერთმოქმედებიანი პიესა

1981 წელი

 

ლეო ქიაჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

 

დამდგმელი რეჟისორი – თემურ ჩხეიძე;

მხატვრები – ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკი, იური ჩიკვაიძე;

რეჟისორის ასისტენტი – ბიჭიკო კოხოძე.

 

სპექტკლში გამოყენებულია იმანტს კალნინშის მუსიკა.

 

„ჰაკი აძბა“ თემურ ჩხეიძის და მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლია, სადაც ნაჩვენებია, ერთი მხრივ ტრადიციების ერთგულება, რაც რჩეული პატრონის მიმართ უპირობო თავგანწირვაში ვლინდება და მეორე მხრივ – ახალი, ძლიერი და დაუნდობელი ძალის მიერ ამ ტრადიციების სრული მიუღებლობა და განადგურება. რევოლუციონერი გემის კაპიტნისთვის (ირაკლი უჩანეიშვილი) გაუგებარია, რატომ იღებს საკუთარ თავზე თავად ემხუარის (ოთარ მეღვინეთუხუცესი) მიერ ჩადენილ დანაშაულს აფხაზი ჰაკი აძბა (ნოდარ მგალობლიშვილი) და რატომ სწირავს ის თავს უპირობოდ მის ძუძუმტეს.

პერსონა

ასევე იხილეთ