მამა

360 ნახვა 23.03.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

მარჯანიშვილის თეატრი

ორმოქმედებიანი  პიესა

 

პიესის ავტორი – ავგუსტ სტრინდბერგი;

დამდგმელი  რეჟისორი – თემურ ჩხეიძე;

მხატვარი – იური გეგეშიძე;

კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე;

რეჟისორის ასისტენტები – ლია მამიაშვილი, ნათელა შალიკაშვილი.

 

„მამა“ სტრინდბერგის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პიესაა. იგი განეკუთვნება იმ პიესათა რიგს, სადაც წარმოდგენილია გამორჩეულად ძლიერი და სასტიკი  ქალები. თემურ ჩხეიძე სრულად მიჰყვება პიესის ძირითად პრობლემას და გვაჩვენებს, თუ როგორ მეთოდურად და აუღელვებლად ახორციელებს ლაურა (ნინო ბურდული) ძლიერი, მამაცი, ჭკვიანი პოლკოვნიკის და მეცნიერის (ზურაბ ყიფშიძე) სრულ პიროვნულ განადგურებას, მასში ეჭვის მარცვლის შეტანით და შემდგომ მისი გაღვივებით. „არც ერთმა მამამ არ იცის არის, არის თუ არა საკუთარი შვილის ნამდვილი მამა, განსხვავებით დედისგან“. ეს მოსაზრება იწვევს ზურაბ ყიფშიძის გმირის ფსიქიკურ აშლილობამდე მიყვანას და ლაურას უხსნის გზას სრულად მოიპოვოს ძალაუფლება როგორც ქმარზე, ისე მთლიანად ოჯახზე და შვილზე.

პერსონა

ასევე იხილეთ