მარადი ქმარი

632 ნახვა 22.03.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

მარჯანიშვილის თეატრი

ორმოქმედებიანი პიესა

 

პრემიერა გაიმართა 1997 წლის 14 იანვარს.

 

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების  „მარადი ქმარი“- ს  მიხედვით.

 

დამდგმელი რეჟისორი – თემურ ჩხეიძე;

ინსცენირების ავტორი – თამაზ გოდერძიშვილი;

მხატვარი – იური გეგეშიძე;

კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე;

რეჟისორის თანაშემწე – ლია მამიაშვილი.

 

„მარადი ქმარი“ დოსტოევსკის ცნობილი პროზაული ნაწარმოებია, რომლის ინსცენირებაც ქართველ დრამატურგს და მთარგმნელს თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში ორი მთავარი მოქმედი გმირია: ერთი-ახალგაზრდა, სასიყვარულო რომანებით განთქმული ალექსანდრე ველჩანინოვი (მიხეილ გომიაშვილი) და მეორე – პავლე ტრუსოცკი (ნოდარ მგალობლიშვილი), პროვინციული ქალაქის ჩინოვნიკი. ველჩნიოვი და ტრუსოცკის მეუღლე, ნატალია ფარული საყვარლები ხდებიან. ნატალიას უჩნდება შვილი. ბავშვის დაბადების შესახებ არაფერი იცის ველჩანინოვმა, რომელსაც ამ სასიყვარულო რომანის შემდეგ 9 წელი არც ჰქონია ურთიერთობა ამ ოჯახთან. 9 წლის თავზე, დაქვრივებული ტრუსოცკი ჩადის პეტერბურგში ველჩანინოვთან. სწორედ აქ იწყება მთავარი კონფლიქტი მუდამ მოტყუებულ ქმარსა და ახალგაზრდა ლაველასს შორის.

პერსონა

ასევე იხილეთ