ოტელო

676 ნახვა 22.03.2021
თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე

მარჯანიშვილის თეატრი

პიესა სამ მოქმედებად

 

დადგმა – 1982 წელი.

 

პიესის ავტორი – უილიამ შექსპირი;

დამდგმელი რეჟისორი – თემურ ჩხეიძე;

მხატვრები – ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვნსკი, იური ჩიკვაიძე;

კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე;

ქორეოგრაფი – იური ზარეცკი;

სასცენო მოძრაობა – შოთა სხირტლაძე;

რეჟისორის თანაშემწე – აკაკი კუჭიხიძე.

 

„ოტელო“ უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიაა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე დაიდგა და იდგმება დღემდე.

 

რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ უარი თქვა მთავარი გმირის,ოტელოს ავტორისეულ მოცემულობაზე – მის რასობრივ მიკუთვნებაზე. ოთარ მეღვინეთუხუცესის ოტელო არის თეთრკანიანი, ცისფერთვალება ძლიერი მამაკაცი, რომელსაც გარეგნული მომხიბვლელობის მიუხედავად, მაინც სტანჯავს არასრულფასოვნების კომპლექსი, რასაც ოსტატურად იყენებს იაგო (ნოდარ მგალობლიშვილი) და, რასაც ეწირება კიდეც თავად მთავარი მოქმედი გმირი და მისი მეუღლე დეზდემონა. აღსანიშნავია, რომ მარინა ჯანაშიას დეზდემონაც ჩხეიძისეულ სპექტაკლში ანგრევს აქამდე ქართულ სცენაზე დამკვიდრებულ მოდელს. ის არ არის ქერათმიანი, გულუბრყვილო ქალბატონი. ის მებრძოლი ქალია, რომელიც ცდილობს საკუთრი სურვილი და სიმართლე დაუმტკიცოს მეუღლეს.

 

ასე რომ, თემურ ჩხეიძის ეს სპექტაკლი მრავალმხრივ საყურადღებოა – პიესის ორიგინალური და ახლებური გააზრებით.

პერსონა

ასევე იხილეთ